არ მემეტებით ციხისთვის, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სადმე გადმოხტებით-სააკაშვილი პოლიციელებს მიმართავს (ვიდეო)
"არ მემეტებით ციხისთვის, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სადმე გადმოხტებით"-  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენები შეაფასა  და საჯარო მოხელეებს მიმართა.

„მინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებლებს ე.წ. საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს, იმ ხალხს ვისაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი გადასახადებიდან უხდიან ხელფასს. იყო ასეთი ასლან აბაშიძე, რომელიც ივანოვის თვითმფრინავით რუსეთში გაიქცა, თან წაიყვანა სულ 4-5 ადამიანი და ციხეში ჩატოვა, მაგალითად, გენერალი დუმბაძე, რომელიც კბილებით იცავდა მას და მის ყველა უკანონო ბრძანებას ასრულებდა.

შემდეგ, სამაგიეროდ, მან სპეციალური თვითმფრინავი გამოაგზავნა და თავის ძაღლი ბასმაჩი წაიყვანა. მინდა გითხრათ, რომ შემდეგ კი უკვე საქმის დაჭერა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან მოგიწევთ, იმიტომ რომ რასაც თქვენ აკეთებთ ამას ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა ჰქვია. მე თქვენ ციხისთვის ნამდვილად არ მემეტებით, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სადმე გადმოხტებით იმიტომ, რომ მე მგონი ყველამ ჭკუა ისწავლა და ყველა შემდგომი მთავრობა ბევრად უფრო ბრძენი და მოზომილი იქნება ასეთი ხალხის უკან მიღებაში. ამიტომ გთხოვთ დაფიქრდით, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ, ივანიშვილი პრაქტიკულად ჩამოშლილია“, - აცხადებს  მიხეილ სააკაშვილი.






Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა