რატომ არ მივიდა ეკა ბესელია აქციაზე-დეპუტატის განმარტება
ეკა ბესელია განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფება აქციაზე.

„დღეს ჩვენი მოქალაქეები სრულიად სამართლიანად აპროტესტებენ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობას და სამართლიანი არჩევნების ჩატარების წინაპირობად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობის დარღვევას! მე სამწუხაროდ დღეს საქართველოში არ ვარ, ბრიუსელში ბევრად ადრე დაგეგმილი ვიზიტის გამო. მაგრამ, ვდგავარ ჩემს ხალხთან ერთად! ხალხთან დგას პარტია „სამართლიანობისთვის". სამწუხაროდ მეორდება ის, რასაც ვებრძოდით წლების განმავლობაში: ისევ ძალაუფლების მიტაცება, ისევ უსამართლობა, ისევ საკუთარი ხალხის მოტყუება. რუსთაველზე უამრავი წელი ვიბრძოლეთ სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის. ეს მიზანი ისევ მისაღწევია. ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიას ჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რათა მივაღწიოთ თავისუფლებას და სამართლიანობას“, - წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა გარდამავალი მთავრობის პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა