"ილია მეორე კომუნისტებს ტროლავდა?"-პატრიარქმა 1984 წელს იური ანდროპოვს პანაშვიდი გადაუხადა

საქართველოს პატრიარქმა 1984 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იური ანდროპოვს პანაშვიდი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას, შესაბამის დოკუმენტთან ერთად ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ავრცელებს.

"ილია მეორე კომუნისტებს ტროლავდა?თუ კურატორზე დასწყდა გული?"-წერს გოგოტიშვილი.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:

"საბჭოთა კავშირის კომუნისტურის პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის, იური ვლადიმერის ძე ანდროპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სახელით სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე გაიგზავნა სამძიმრის დეპეშა, რომლის ასლსაც წარმოგიდგენთ.

ასევე გაცნობებთ, რომ ამა წლის 11 თებერვალს, შაბათს, სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა პანაშვიდი, სადაც მოხსენიუბულ იქნა იური ვლადიმერის ძე ანდროპოვი."

Print
ბოლო სიახლეები