ამ ქვეყანაში რელიგია ნაწილს ფულის საკეთებლად სჭირდება, ნაწილს - ჯარის გადასავადებლად - ცოტნე გამსახურდია
ამ ქვეყანაში რელიგია ნაწილს ფულის საკეთებლად სჭირდება, ნაწილს - ჯარის გადასავადებლად - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოკლედ, რა დღეში ვართ...?

ამ ქვეყანაში რელიგია ნაწილს ფულის საკეთებლად სჭირდება, ნაწილს - ჯარის გადასავადებლად.

პოლიტიკა და ხელის-უფლობა უნდათ გამორჩენისთვის და თავის წარმოჩენისთვის...

კულტურა - გრანტების, შემოსავლის, სტატუსის გამო...

ყველაზე პატიოსანი ხალხი, პრინციპში, ბიზნესმენებია: საკუთარ მიზნებს არ ნიღბავენ. კი, კონფორმისტები და ეგოისტები არიან, მაგრამ სიმართლის მხარეს ყოფნა და თანადგომა არცაა ბიზნესის დეკლარირებული მიზანი...

სრული პერვერსია... რელიგია - ჭეშმარიტების ძიების ერთერთი ინსტრუმენტი, რათა ადამიანი უკეთესი გახდე; ძალაუფლება - რათა შენ გარშემო სამყარო გახადო უკეთესი; კულტურა - როგორც შინაგანიდან წამოსული შემოქმედებითი იმპულსის მანიფესტაცია...

აქ ყველაფერი უკუღმაა.

ეს აღარ არის ქვეყანა, ეს არის ბაზარი. უარესი რომ არ ვთქვათ რამე... მეტყვიან, გამოსავალიო? მე ჩემთვის ეგ გამოსავალი ნაპოვნი მაქვს: არ ვუყურო სამყაროს მღრღნელის, მტაცებლის თვალით, მუდმივად ვადევნო თვალი თავს და მქონდეს თვითრეფლექსია. ცარიელი სიტყვებია ეს შენთვის? მაშ, გააგრძელე ძველებურად და გამოსავალს ნუღარ ჰკითხულობ!“ - წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე, რომელსაც წესს იმის გამო არ უგებენ, რომ "ბიბლიური თავისუფლების" წევრია. 


Print
ბოლო სიახლეები