ხარაგაულში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ხარაგაულის  ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რის გამოც 8 ნოემბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დაკავებულს 10-დან 13-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print
ბოლო სიახლეები