საოკუპაციო ხაზთან ყველა გამშვები პუნქტი უნდა გაიხსნას - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას ეხმაურება.

„მივესალმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას, საოკუპაციო ხაზთან გაიხსნას ყველა გამშვები პუნქტი. საერთაშორისო საზოგადოებისადმი ჩემი გუშინდელი მიმართვის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ პოზიტიური პროგრესი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვისთვის”,- წერს პრეზიდენტი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.
Print
ბოლო სიახლეები