ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
ბათუმში, ბესიკისა და კიროვის ქუჩების კვეთაში, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.  ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარები არ კეთდება.
Print
ბოლო სიახლეები