"გადაწყვიტეს, ბატიაშვილის მოხსნით პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ია კერზაიას საქმისთვის" - რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რომან გოცირიძე  ფიქრობს, რომ მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა და მისი მოხსნა ია კერზაიას საქმეს უკავშირდება.

"მიხეილ ბატიაშვილი მოხსნეს რა თქმა უნდა. საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?! მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ია კერზაიას საქმე, მინისტრი მუდამ იქნებოდა დარტყმის ქვეშ. გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ამ საკითხისათვის, მაგრამ ერთი მინისტრის წასვლა არაფერს უშველის, რადგან მეორე მინისტრი, ვინც მას დაავალა წინასაარჩევნოდ ამ რეპრესიების ჩატარება, დღეს უკვე არის პრემიერ-მინისტრი" - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
Print
ბოლო სიახლეები