უვადო მოსამართლეობის კანდიდატი პრეზიდენტის მიერ დედმამიშვილის სიყვარულის მოტივით შეწყალებაში პრობლემას ვერ ხედავს (ვიდეო)


კონსტიტუციონალისტმა გიორგი მშვენიერაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შეკითხვების დასმის უფლებით ისარგებლა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პაატა სილაგაძეს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ შეეკითხა.

"თქვენი აზრით, იქნება თუ არა დანაშაული პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს ძმა, რასაც დედმამიშვილის სიყვარულით ახსნის?"-ჰკითხა მშვენიერაძემ მოსამართლეობის კანდიდატს.

"შეუზღუდავია შეწყალების უფლება პრეზიდენტს აქვს ნებისმიერი მოქალაქე შეუძლია შეიწყალოს, რა მოტივით შეიწყალებს არაქვს მნიშვნელობა, ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ"-უპასუხა სილაგაძემ.


Print
ბოლო სიახლეები