გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკრიტიკულად მძიმეა. ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გნაგრძობს მკურნალობას.

ექიმის განცხადებით, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება,  თუმცა, დადებითი დინამიკა ნარჩუნდება. 

"სხეულის უმეტესი ნაწილი არის დამწვარი. პლუს, არის სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება. სპონტანურ სუნთქვაზეა, გონზეა, კონტაქტურია", — ამბობს ექიმი.

გურამიშვილზე აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.  სამის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
Print
ბოლო სიახლეები