ტაქსებს თავისი კონტიგენტი ჰყავს, რეგულაციებს მეტროში ხალხის რაოდენობის ზრდასთან კავშირი არ აქვს-კალაძე
თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროში ხალხის დიდი რაოდენობა ტაქსების რეგულაციებთან კავშირში არ არის.


"ტაქსებს ჰყავს თავისი კონტიგენტი, ადამიანები, ვინც სარგებლობს. სულ სხვაა მეტროს მგზავრები, ავტობუსით მოსარგებლე მგზავრები, მიკროავტობუსით კიდევ დამატებით. არანაირი კავშირი არ აქვს მეტროსთან. მეტროში ეს პრობლემები იყო, სანამ რეფორმა დაიწყებოდა და კონკრეტულად ეს უკავშირდება ვაგზლის მოედანს",-განაცხადა კალაძემ.

შეგახსნებეთ, რომ პირველი ოქტომბრიდან  ტაქსების რეგულაციები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც თბილისის ქუჩებში ტაქსაობა მხოლოდ ლიცენზიის მქონე თეთრი ფერის მანქანებით არის შესაძლებელი.

რეგულაციის ამოქმედების შემდეგ  საზოგადოების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ქალაქში მოძრავი ტაქსების რაოდენობა შემცირდა და  გაიზარდა ტაქსის ფასი. მეტროში კი გაიზარდა ხალხის რაოდენობა.

სატრანსპორტო პრობლემების პარალელურად ქალაქში მოძრაობს "შმაქსი". "შმაქსის" გამოძახება დღეიდან ქოლ-ცენტრის საშუალებითაცაა შესაძლებელი.




Print
ბოლო სიახლეები