ზელენსკიმ ტურისტებთან და თანამშრომლებთან ერთად ოდესაში ზღვაში იცურავა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ოდესის პლაჟზე დამსვენებლებთან და მისი ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ზღვაში შეცურა. მან გადაწყვიტა პირადად შეემოწმებინა ტემპერატურა შავ ზღვაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიდეო საკუთარ ვებგვერდზეც გამოაქვეყნა სათაურით: წყლის ტემპერატურის ინსპექტირება შავ ზღვაზე. ზღვაში შესვლამდე ზელენსკი და მისი გარემოცვა წყლის ტემპერატურას განიხილავენ, რომელიც მათი აზრით +22, +23 გრადუსია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ბოგდანი ამბობს, რომ წესით პრეზიდენტი დაზვერვაზე პირველი უნდა წავიდეს.

ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება და განხილვა მოჰყვა.
Print
ბოლო სიახლეები