“ორი კახპა ქალის ურთიერთობას მაგონებს ერთმანეთის ლანძღვა“-დაპირისპირება და ხმაური პარლამენტში(ვიდეო)
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის სხდომაზე აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

„როდესაც ბატონი მათიკაშვილი გველაპარაკება შალვა შავგულიძეზე, ბატონი კარლო კოპალიანი აგრძელებს, რომ ეს რა ქნა შალვა შავგულიძემ. ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ ორი კახპა ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ერთმანეთის ლანძღვა. აქედან ჩვენ გვლანძღავთ, იქიდან თქვენ, რომელი უფრო უარესია. ამ დროს საქართველო იჭყლიტება. მაპატიეთ ბატონო კარლო, მაგრამ თქვენ წინა პარლამენტში ის ხალხი არ ხართ, ვინც „ნაციონალური მოძრაობით“ გასული ფრაქციის დახმარებით გააკეთეთ უმრავლესობა? ნუ თქვენ თურმე ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობა შეგეძლოთ ოღონდ შალვა შავგულიძეს, თურმე, ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობის უფლება არ აქვს, “ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ, რასაც დეპურტატ კარლო კოპალიანსა და აკაკი ბობოხიზეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც „ევროპულმა საქართელომ“ პარლამენტის სხდომა დემონსტრატიულად დატოვა. 

Print
ბოლო სიახლეები