კრიმინალური ცნობიერების დაბრუნება ხელისუფლების კრიმინალური შეგნების და ქმედების ბრალია - გოცირიძე
პალამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში კრიმინიგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. მამუკა ბახტაძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციით და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფრომატში მინისტრების მოსმენა დღეს პირველად იმართება.

ვიდრე პრემიერ-მინისტრი მოხსენებას წარადგენდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებდა, სხდომაზე კამათი გამოიწვია იმ რეგლამენტმა და მცირე დრომ, რომელიც დეპუტატებმა პრეიერისთვის შეკითხვის დასმისას უნდა გამოიყენონ. მცირე დროსთან დაკავშირებით, პრეტენზიები გამოთქვეს არა მარტო ოპოზიციის, არამედგ უმრავლსეობის წევრებმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც. რის შემდეგაც პრემიერის ინტერპელაციის წესით მიმწვევმა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარება შეაფასა. რომან გოცირიძის განცხადებით, როდესაც კრიმინალური ცნობიერება ბრუდება, ეს არის ხელისუფლებაში გამაფებული კრიმინოგენური შეგნების და ქმედების ბრალი.
Print
ბოლო სიახლეები