სრულიად უსაფუძვლო, პოლიტიკური სპეკულაციებია- ინფრასტრუქტირის მინისტრი ანაკლიის პროექტზე
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის საკითხზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ბოლო დროს მედიაშიც, საზოგადოებაშიც, პარლამენტშიც ანაკლიის პროექტი იქცა ერთ-ერთ მთავარ თემად. ერთი თვის წინ, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვდიოდი ამავე ტრიბუნასთან და მაშინ სულ რამდენიმე შეკითხვა დაისვა ამ საკითხზე, თუმცა მას შემდეგ ანაკლიის პორტის თემაზე ძალიან ბევრი ვერსია, სრულიად უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია და პირველ რიგში, უშუალოდ ანაკლიის პორტის მშენებლობის დამაზიანებელი მოსაზრებებიც გაჩნდა“, - განაცხადა მინისტრმა.



მისივე თქმით, მიმდინარეობს
არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ ეს თემა უკავშირდება კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვას და თითქოს ანაკლიის პორტის აშენებით, საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული.
„აქედან გამომდინარე, მე ვისარგებლე ჩემი უფლებით, მიმემართა საქართველოს პარლამენტისთვის თხოვნით ამ თემასთან დაკავშირებით მოსმენის თაობაზე. მადლობელი ვარ, რომ თქვენ ეს თხოვნა გაითვალისწინეთ. ვეცდები ყველა თქვენს შეკითხვას გავცე პასუხი და ერთად ამოვწუროთ ეს საკითხი“, - მიმართა მაია ცქიტისვილმა დეპუტატებს.
Print
ბოლო სიახლეები