დაფიქრდით საკუთარ პასუხისმგებლობაზე და არა იმაზე, ვინ რას ჩაგიწერთ ჩატში-კახიძე უმრავლესობას
„ეს ქვეყანა არ არის ივანიშვილის, არც „ქართული ოცნების“, არც „ევროპული საქართველოსი“, ეს არის ქართველი ხალხის, ჩვენი შვილების ქვეყანა“, - ასე მიმართა „ევროპულის საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას უზენაესი სასამარლოს მოსამართლეთა შერჩვის კრიტერიუმებზე მომზადებული კანონპროეტებისთვის კენჭისყრამდე. კახიზე, უმრავლესობის წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნუ შეასრულებენ ივანიშვილის დაკვეთას, რომელიც სასამართლო კლანის ინტერესებს საკუთარ თავზე ირგგებს. "სულ არ იქნებით პარლამენტში და უმრავლესობაში, სხვა ხელისუფლება რომ მოვა, ეს კლანი იმ ხელისუფლების დაკვეთებს შეასრულებს" - განუცხადა კახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და მის გუნდს"
Print
ბოლო სიახლეები