“პოლიტიკურად შიშვლები ხართ,ივანიშვილის დიქატატის შემსრულებლები“– დაპირისპირება პარლამენტის სესიაზე
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი ხმაურისა და მწვავე პოლიტიკური განცხადებების საფუძველი გახდა.

კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების დადგენილება დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო. ოპოზიციის გარდა, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნებიდან“ წასული ყოფილი თანაგუნდელების მწვავე კრიტიკის ადრესარტი გახდა. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაინტერესდნენ, როგორ აფასებდა პარლამენტის თავმჯდომარე კვაჭანტირაძის საპარლამენტო მუშაობას კომიტეტის თავმჯდომრის პოსტზე, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ „ოცნებიდან“ წასული კვაჭანტირაძის კომიტეტის მუშაობა არადამაკმაყოფილებელი იყო. ყოფილმა თანაგუნდელებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი კობახიძე და
უმრავლესობა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების პოლიტიკურ სტანდარტად დამკვიდრებაში დაადანაშაულეს და კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება ამორალურ საქციელად გამოაცხადეს.  "ყველამ თავის მორალს მიხედოს" - ასე უპასუხა კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარემ.
Print
ბოლო სიახლეები