მოსამართლეთა კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა იურიდიულ კომიტეტში (ვიდეო)
ხმაურისს ფონზე წარიმართა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ „ევროპული საქართვლოს“ კანონპროექტის განხილვა.  ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე და „ევროპული საქართვლოს“ წარმომადგენელი ოთო კახიძე დაუპირისპირდნენ. მდინარაძემ კახიძეს კანონპროექტის დეტალები დაუწუნა და განაცხადა, რომ დასმულ შეკითხვებზე კახიძისგან პასუხები ვერ მიიღო. „მეორე დღეა ხალხს ატყუებ, არ მოგცემ ხალხის მოტყუების საშუალებას, ჩვენ აქ გვატყუებ ამ სისულელეებით და ხალხს რას უზავ“? - განუცხადა მდინარაძემ კახიძეს. „რაც უფრო მეტჯერ იტყვი, რომ ეს სისულელეა, შენ თვითონ გამოჩნდები სულელი, ნერვები უნდა დაიმშვიდო, მამუკა“ – ოთარ კახიძე მდინარაძეს.
Print
ბოლო სიახლეები