დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შესული ხაბეიშვილი კალაძემ დარბაზიდან გააძევა (ვიდეო)
ხმაური იყო თბილისის მთავრობის სხდომაზე. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დედაქალაქის მერთან შეკითხვებით დღესაც მივიდა. მან კახა კალაძეს საბავშვო ბაღებში არსებულ კვებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოსთხოვა და ის განკარგულებებიც წარუდგინა, რომელიც ბაღებში კვების რაციონს განსაზღვრავს და რომელიც ხაბეიშვილის თქმით, უხარისხოა. საკრებულოს დეპუტატმა კახა კალაძეს პასუხი მოსთხოვა თბილისში არსებულ უკანონო თხრილებზეც, რომელსაც, მისი თქმით, 13 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. თბილისის მერმა ხაბეიშვილი შანტაჟსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა და დარბაზიდან გააძევა.

რაც შეხება მთვრობის სხდომას, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს 1 ლარად ფართები გადაეცემათ. ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც თბილისის მერმა დღეს ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, 3000-ზე მეტი ადამიანი 90-იან წლებში დაზარალდა, დღევანდელი მთავრობა კი შეეცდება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარაებული ყველა ადამიანი ფართებით დაკმაყოფილდეს. მერიამ პირველ ეტაპზე ფართებს სოციალურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს გადასცემს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისში გარეგანათებები LED-ის ტიპის გარეგანათებებით ჩანაცვლდება. კახა კალაძის განცხადებით, შემუშავდება პროექტი, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება.

მერის ინფორმაციითვე, თბილისში კიდევ
დამატებითი ქუჩები შეირჩევა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება, მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ. მერი ამობს, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლა და საჭიროა დამატებითი ქუჩების განსაზღვრა. სიახლეები შეეხება ავტობუსებსაც. მერის განცხადებით, თბილისში ავტობუსების მძღოლები ახალი, სპეციალური ფორმებით ივლიან. 

სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის მიმართულებით შესაძლოა, საბაგირო ხაზები მოეწყოს.როგორც მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, "სისტრას" კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს.

თბილისის მერის თქმით, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა. კახა კალაძე ამბობს, რომ შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ მერია ტერიტორიის მოწესრიგებას დაიწყებს.







Print
ბოლო სიახლეები