პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროკავშირს კონფლიქტის გადაწყვეტის ახალი გზების მოძიებაში ჩართვა სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტის,
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს სჭირდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებული და ძლიერი ჩართულობა, რომ მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ, მშვიდობიან გადაწყვეტას.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისათვის, ევროპულ ინსტიტუციას კი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის. 




როგორც  მედიისათვის გაკეთებული ერთობლივი განცხადებებისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რომლებიც ამჟამად დაცულია საქართველოს ახალი კონსტიტუციით.

"მსურს, ხაზი გავუსვა, იმას, რომ ჩემი არჩევა ევროპის მხარდაჭერის გამოხატულება იყო; ჩემი ევროპული წარსულის, რომელმაც, ასევე არცთუ მცირე როლი ითამაშა არჩევნებში ჩემს წარმატებაში. საქართველომ განსაზღვრა ევროკავშირში ინტეგრაცია, როგორც მისი განვითარების ერთ-ერთი ცენტრალური პერსპექტივა. წელს, ჩვენ ვზეიმობთ მრავალ საიუბილეო წლისთავს. 15 წელია მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა "სამეზობლოს“, მას შემდეგ, რაც ჩვენ გვითხრეს, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო; 10 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ შევუერთდით პარტნიორობას; 5 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ასოცირების შეთანხმება; და, როგორც მე ვიხუმრე, მაგრამ ეს არ იყო ბოლომდე ხუმრობა -  ყოველ ხუთ წელიწადში ჩვენ რაღაც უფრო მეტი უნდა მივიღოთ. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ. რამდენადაც ჩვენ რეალისტები ვართ, ვიცით, რომ ამჟამად ევროკავშირი დგას სერიოზული კითხვების წინაშე და გარკვეული პასუხები, რომლებსაც ჩვენ ველოდებით, შესაძლოა, დაუყოვნებლივ, დღესვე არ იყოს მიღებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე მიმართულებით შევანელებთ თანამშრომლობასა და მუშაობას",განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ "ეს არ არის გადაჭარბებული, ის ნამდვილად ცენტრალურ  როლს ასრულებს, რადგან არის ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ამ ძალიან მგრძნობიარე საოკუპაციო ხაზზე; უზრუნველყოფს უსაფრთხოების შეგრძნებას ამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის: "ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ განვაგრძოთ ამ ახალი ინიციტივის განვითარება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ.

ვფიქრობ, ჩვენ ასევე გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტად შეთანხმებული და ძლიერი ჩართულობა - ევროკავშირის და არა მხოლოდ, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას. ყველა მიმართულებით, ვფირობ,
ორივე მხარეს, თქვენც და ჩვენც გვჭორდება,
ვიფიქროთ ჩვენს ირგვლივ არსებულ ახალ ვითარებაზე",აღნიშნა ზურაბიშვილმა.


Print
ბოლო სიახლეები