კახას სიტყვები არაეთიკურია? იუმორი არის ყოველთვის კარგი - პრემიერი "მთაწმინდიდან გამოქანებაზე" თბილისის მერის განცხადებას აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სიძულვილის ენა ხელისუფლების ოპონენტების არჩევანია, ასეთი ენა კი მმართველი გუნდისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, რამდენად ეთიკურია, როდესაც თბილისის მერი პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ასეთ ლექსიკას ირჩევს.  

"თქვენ გინდათ თქვათ, რომ კახას სიტყვები არაეთიკურია? - თქვენი შეკითვა პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. ყველაზე ცუდი დასამსახსოვრებლად რაც გვქონდა უკანასკნელ არჩევნებში, ეს იყო სიძულვილის ენა, ვინ იყო ამ სიძულვილის ენის ინიციატორი, საზოგადოებამ იცის. ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის კახას პოზიცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ
ეს მიუღებელია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იგივე რეჟიმში ცხოვრებას, რადგან ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობს იუმორი და იუმორი არის ყოველთვის კარგი.
Print
ბოლო სიახლეები