"აიღოს თავისი სელფის ჯოხი და ჩამოვიდეს"-ელისაშვილი კალაძეს მეტროდან მიმართავს (ვიდეო)
ალეკო ელისაშვილი მეტროში ჩავიდა და კახა კალაძეს მიმართა. კადრში ჩანს, რომ მეტროსადგურ სადგურის მოედანზე ხალხმრავლობის გამო მოძრაობა დღესაც შეფერხებულია.

"მართალია კალაძე გვიმტკიცებს, რომ ყველანი ბედნიერები და კმაყოფილები ხართ ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიხართო, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ არის ასე, თვითონ ხო უყვარს ლაივები ჩამოვიდეს და ნახოს, როგორი კმაყოფილები და ბედნიერები ვართ"-განაცხადა ელისაშვილმა ლაივჩართვაში.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმის შემდეგ მეტროსადგურებში პიკის საათებში მგზავრთა ნაკადმა საგრძნობლად მოიმატა. მოქალაქეებს მეტროს ერთი ხაზიდან მეორემდე მისასვლელად რიგში დგომა უწევთ.



Print
ბოლო სიახლეები