"ლაჩარი, ხელის ბიჭი, მედროვე"-დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ.  დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ბესელიამ თავის გამოსვლაში სილაგაძეს ჯალათი და  არაკომპეტენტური უწოდა, რა დროსაც საუბარში მათიკაშვილი ჩაერთო და დეპუტატს კორექტულობისკენ მოუწოდა.

"არ შემაწვეტინო ახლა სიტყვა, ხელს ნუ მიშლი, თუ გინდა სხდომა გააგრძელო, თორემ მაგალითები გაქვთ წინ. უარესი არ დაგემართოს შენ პირადად. არ შემაწყვეტინოთ სიტყვა. ნუ მიკაკუნებ იმ კალამს. დათო ნუ მიშლი ხელს," - მიმართა ბესელიამ მათიკაშვილს.

თავის მხრივ მათიკაშვილმა ბესელიას ისევ კორექტულობისკენ მოუწოდა.

"დათო შენ ხარ ამ "კლანის" ლობისტი და მათი ხელის ბიჭი, ეს ჩვენ უკვე ვიცით და ახლა გაფრთხილებ სიტყვა დამასრულებინე. სიტყვას დავასრულებ და შენთვის მოვიცლი. კიდევ ერთხელ გამორთავ მიკროფონს და დანარჩენს მერე ნახავ," - განაცხადა ბესელიამ.

ამის შემდეგ მათიკაშვილმა კიდევ რამდენჯერმე მოუწოდა ბესელიას, თავი შეეკავებინა.

"სინდისი, რომ გაგაჩნდეს, შენ უნდა დატოვო ეს ადგილი. მხდალი, ლაჩარი და ყველაფრის მკადრებელი, მედროვე მათიკაშვილი," - მიმართა  ბესელიამ.

Print
ბოლო სიახლეები