კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე უძღვებოდნენ. სამ გამარჯვებულს, რომელიც 22 პიესიდან შეირჩა, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.

პირველი პრემია გადაეცა დავით ნაცვლიშვილს პიესისთვის “MShT-15” (მტვერსასრუტის მისტერიული დრამა); მეორე პრემია ალექს ჩიღვინაძეს - „თქვენთანაც აბრახუნებენ?“ მესამე პრემია კი პიესისთვის „ხუთშაბათი“ თამარ ბართაიას ჯგუფს.

კონკურსი „ახალი ქართული პიესა“ წელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.
Print
ბოლო სიახლეები