And Then We Danced ჩიკაგოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩიკაგოს კინოფესტივალის გამარჯვებულად დასახელდა.

ფილმი ქართულ-შვედური წარმოებისაა და მასში მოტხრობილია ქართული ცეკვის ორი შემსრულებლის შესახებ, რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდებათ.

საქართველოში ფილმის პრემიერა 8 ნოემბერს იგეგმება, მაგრამ მას არც მსახიობები და არც გადამღები ჯგუფის წევრები არ დაესწრებიან. მიზეზად მათი უსაფრთხოება სახელდება. იმის გამო, რომ ფილმი გეი-სიყვარულის შესახებაა, ფილმის შემქმნელებმა არ იციან, რა რეა ქცია მოჰყვება მის ჩვენებას საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა ფილმი „ოსკარის“ პრეტენდენტებს შორის გააგზავნა.

საქართველოს ხელისუფლებისგან ფილმს არანაირი ხელშეწყობა არ აქვს, რის შესახებაც „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელებმა არაერთხელ განაცხადეს.
Print
ბოლო სიახლეები