თიბისი კაპიტალმა საქართველოს საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი ზომის ევროობლიგაცია განათავსა
თიბისი ბანკმა აშშ დოლარში დენომინირებული, 300 მილიონი დოლარის, 5 წლიანი ევროობლიგაცია გამოუშვა. ობლიგაცია ერთდროულად განთავსდა ირლანდიის საფონდო ბირჟასა (Euronext Dublin) და საქართველოს საფონდო ბირჟაზე A კატეგორიის ლისტინგში. საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) ევროობლიგაციაზე 5.75%-ს შეადგენს, რაც საქართველოდან გამოშვებულ ევროობლიგაციებზე ყველაზე დაბალი პროცენტია.

ევროობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია თიბისი კაპიტალმა განახორციელა. თიბისი კაპიტალის მონაწილეობით არაერთ ადგილობრივ ინვესტორს მიეცა საშუალება ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში მიეღო მონაწილეობა.

“ეს განთავსება არის უპრეცედენტო შემთხვევა, როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის, ასევე ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და საქართველოში საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობას 88% -ით ზრდის.“-აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

თიბისი ბანკის ევროობლიგაცია ამჟამად საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი მოცულობის ობლიგაციაა.

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა განაცხადა: „აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანია იმით, რომ გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი ორმაგი ლისტინგის (Dual Listing) შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ფასიანი ქაღალდი ერთდროულად ივაჭრება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე. თიბისი ბანკის ევროობლიგაციის ორმაგი საჯარო განთავსებით შესაძლებელი ხდება საქართველოში აღნიშნული ფასიანი ქაღალდის შეძენა საქართველოს საფონდო ბირჟის და ქართული საბროკერო კომპანიების მეშვეობით. ჩვენი ვარაუდით ეს და სხვა მსგავსი
ტრანზაქციები, რომლებსაც მომავალში ველოდებით, მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ ინვესტორთა ბაზას და ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.“
Print
მსგავსი სიახლე

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან
დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი
კამპანია წამოიწყო.


დღეიდან, საქართველოს მასშტაბით
მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით
მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების
მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის და განწყობის
შექმნაა.


ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი
კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების
თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია
ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს - 23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11
ოქტომბერს დაემთხვევა.


მომხმარებლების ბორჯღალოსნების
საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის,
რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების
მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე
მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და
რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა
ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია
მითითებულ ბმულზე: 
stealing the sun - video



რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით
მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება.
ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს
გაიმართება.

საქართველოს რაგბის ეროვნული
ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D
ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან
ერთად ითამაშებენ. კერძოდ:

23 სექტემბერი -
საქართველო-უელსი

29 სექტემბერი -
საქართველო-ურუგვაი;

3 ოქტომბერი -
საქართველო-ფიჯი;

11 ოქტომბერი - საქართველო
ავსტრალია;


მსოფლიო თასის სრული განრიგის
შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
14:56 / 23.09.2019

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო.

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის და განწყობის შექმნაა.

ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს - 23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11 ოქტომბერს დაემთხვევა.

მომხმარებლების ბორჯღალოსნების საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის, რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: stealing the sun - video


რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. კერძოდ:
23 სექტემბერი - საქართველო-უელსი
29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი;
3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი;
11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია;

მსოფლიო თასის სრული განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
ბოლო სიახლეები