თიბისი სტატუსის იღბლიანი მომხმარებელი ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ მიემგზავრება
თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების - თიბისის სტატუსის და „მასტერქარდის“ გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. მაკა ჩაჩიბაიამ 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორცელა. გათამაშების პირობების თანახმად ის 28 ივნისს ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ “ვარსკვლავური ომების“ VIP ტურში ერთად მიემგზავრება. საგზური მოიცავს მგზავრობას 4 ადამიანზე, სასტუმროში განთავსებასა და “ვარსკვლავური ომების“ ტურს გიდის თანხლებით.

გიდი გამარჯვებულ ოჯახს VIP ტურში გაუძღვება, რომელიც „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებულ ყველა მოვლენას მოიცავს. ოჯახი იმოგზაურებს „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების - ჯაკუს, ჰოთის, ტატუინის, სიკვდილის ვარსკვლავის ეგზოტიკურ სამყაროებში და ბევრ მსგავს ადგილას ლოზუნგით - „ვარსკვლავური ტურები:
თავგადასავლები გრძელდება“. მათ VIP ოთახში მოხვედრის საშუალებაც ექნებათ, სადაც გარედან დააკვირდებიან ვარსკვლავური ხომალდის მოძრაობებს. ტურის მონაწილეებს ახალი მისია ელით: დალაშქრონ ვარსკვლავური ომების ჰიპერ-კოსმოსური მთა, გაერთიანდნენ აჯანყებულთა ალიანსში და ბრძოლით გაიკაფონ გზა იმპერიულ TIE მებრძოლებს შორის. ამის შემდეგ გამარჯვებულები დარტ ვეიდერს შეხვდებიან და მასთან ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ. ბოლოს, გამარჯვებული ოჯახი რესტორნის ზედა სართულზე გამაგრილებელ სასმელებსა და „ვარსკვლავური ომების“ თემატიკის წასახემსებელ საშუალებებს დააგემოვნებენ.

აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობა თიბისის სტატუსის ყველა მომხმარებელს შეეძლო, რომელიც აქციის პერიოდში მასტერქარდ სტატუს ბარათით ისარგებლებდა. საგზურის მოსაგებად მხოლოდ ტრანზაქციების განხორციელება იყო საჭირო.
Print
მსგავსი სიახლე

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან
დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი
კამპანია წამოიწყო.


დღეიდან, საქართველოს მასშტაბით
მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით
მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების
მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის და განწყობის
შექმნაა.


ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი
კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების
თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია
ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს - 23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11
ოქტომბერს დაემთხვევა.


მომხმარებლების ბორჯღალოსნების
საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის,
რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების
მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე
მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და
რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა
ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია
მითითებულ ბმულზე: 
stealing the sun - video



რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით
მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება.
ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს
გაიმართება.

საქართველოს რაგბის ეროვნული
ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D
ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან
ერთად ითამაშებენ. კერძოდ:

23 სექტემბერი -
საქართველო-უელსი

29 სექტემბერი -
საქართველო-ურუგვაი;

3 ოქტომბერი -
საქართველო-ფიჯი;

11 ოქტომბერი - საქართველო
ავსტრალია;


მსოფლიო თასის სრული განრიგის
შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
14:56 / 23.09.2019

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო.

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის და განწყობის შექმნაა.

ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს - 23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11 ოქტომბერს დაემთხვევა.

მომხმარებლების ბორჯღალოსნების საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის, რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: stealing the sun - video


რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. კერძოდ:
23 სექტემბერი - საქართველო-უელსი
29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი;
3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი;
11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია;

მსოფლიო თასის სრული განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
ბოლო სიახლეები