კახეთში თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა
თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ.

ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირე და საშულო მეწარმეებმა მიიღეს, რომლებიც კახეთის რეგიონში საქმიანობენ.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა აქტუალური თემით წარდგა. სესია თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნიკოლოზ ქურდიანმა გახსნა და მან ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა - რატომ უნდა გახდეს ყველა ბიზნესი ციფრული და რა როლი აქვს მარკეტინგს ბიზნესის განვითარებაში.

შემდეგი სპიკერი ნინო ოხანაშვილი იყო. HR-ის მიმართულებით მრავალწლიანი საკონსულტაციო გამოცდილებით, მან ლიდერობის ხელოვნებაზე ისაუბრა და შეეცადა პასუხი გაეცა კითხვისთვის - „როგორ უნდა გახდეს ლიდერი სხვებისთვის მოტივატორი?“

მცირე მეწარმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე NEXIA TA-ს მმართველმა პარტნიორმა - გელა მღებრიშვილმა ისაუბრა; აგროეკოლოგმა - დავით ბირკაძემ აგროტურიზმის შესახებ; SavvY Consulting მმართველმა პარტნიორმა - მარიამ ქოიავამ კი IFRS-ის სიახლეები, რეგულაციები და უპირატესობები გააცნო ფორუმზე შეკრებილ მეწარმეებს.

ფორუმი თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა - ალექსანდრე მაყაშვილმა დაასრულა თემით - „თავი თუ სახელი“ ანუ ნდობა, როგორც მთავარი აქტივი ბიზნესში.

ამით ფორუმის პირველი ნაწილი დასრულდა. შემდეგ მონაწილეები ინტერესის სფეროების მიხედვით, თავიანთი სურვილისამებრ ვორქშოპებზე გადანაწილდნენ. მათ არჩევანი შემდეგ თემებს შორის
გააკეთეს:

· „ყურადღების მიპყრობის ერა ანუ მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია“ - ვორქშოპი თიბისის ციფრული მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა - ტატო ნორაკიძემ ჩაატარა.

· „როგორ წამოვიწყოთ ექსპორტი“ - ამ თემაზე ექსპორტის განვითარების სააგენტოდან გვანცა მელაძემ ისაუბრა;

· „სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიაში“ - სასტუმროების ბიზნესის თავისებურებეზე აგარარული უნივერსიტეტის ლექტორმა - ქეთევან ალიმბარაშვილმა ისაუბრა.

· „როგორ შევაფასოთ საოპერაციო გადაწყვეტილებები ბიზნესში“ - ამ კითხავაზე პასუხის გაცემას შალვა ახრახაძე შეეცადა, რომელიც საკონსულტაციო კომპანიის - „ფინანსური ლაბორატორიის“ მმართველი პარტნიორია.

ვორქშოპების დასრულების შემდეგ ფორუმის მონაწილეებს ერთმანეთის და მოწვეული სპიკერების უკეთ გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ბიზნესფორუმი აჭარისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარდება.
Print
მსგავსი სიახლე

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან
დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი
კამპანია წამოიწყო.


დღეიდან, საქართველოს მასშტაბით
მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით
მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების
მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის და განწყობის
შექმნაა.


ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი
კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების
თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია
ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს - 23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11
ოქტომბერს დაემთხვევა.


მომხმარებლების ბორჯღალოსნების
საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის,
რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების
მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე
მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და
რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა
ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია
მითითებულ ბმულზე: 
stealing the sun - video



რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით
მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება.
ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს
გაიმართება.

საქართველოს რაგბის ეროვნული
ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D
ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან
ერთად ითამაშებენ. კერძოდ:

23 სექტემბერი -
საქართველო-უელსი

29 სექტემბერი -
საქართველო-ურუგვაი;

3 ოქტომბერი -
საქართველო-ფიჯი;

11 ოქტომბერი - საქართველო
ავსტრალია;


მსოფლიო თასის სრული განრიგის
შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
14:56 / 23.09.2019

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო.

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის და განწყობის შექმნაა.

ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს - 23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11 ოქტომბერს დაემთხვევა.

მომხმარებლების ბორჯღალოსნების საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის, რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: stealing the sun - video


რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. კერძოდ:
23 სექტემბერი - საქართველო-უელსი
29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი;
3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი;
11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია;

მსოფლიო თასის სრული განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
ბოლო სიახლეები