თიბისი გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) ერთად ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას იწყებს
თიბისი შვეიცარულ ფონდ responsibility Investments AG-ს მიერ ოპერირებულ გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF ) ერთად თანამშრომლობის ახალ სტადიაზე გადადის. ივნისსში თიბისიმ GCPF-ის აქციონერთა კრებას უმასპინძლა, რომელსაც ფონდის დირექტორატი და საინვესტიციო კომიტეტი ესწრებოდა.

თიბისი ბანკი როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური ბანკი საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში GCPF- თან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება.

გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი (Global Climate Partnership Fund - GCPF) აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება კლიმატის ცვლილების შემცირებას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში. GCPF ინვესტირებას უმეტესად ახორციელებეს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

‘ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება თიბისის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. თიბისის ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს’- აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე.

გასული პერიოდის განმავლობაში თიბისის მიერ დაფინანსდა და ფინანსირდება 20 ახალი მასშტაბური ჰიდროელექტროსადგური ჯამური სიმძლავრით 230 მეგავატი. ამ პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო თიბისის ფინანსური რესურსით თანამონაწილეობა კი 220 მილიონ დოლარამდე.

გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის ბიზნესს აქტივობებეზე და ტექნიკურ დახმარებაზე პასუხისმგებელია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარული აქტივების მართვის კომპანია responsAbility
Investments AG.მას ინვესტიცია აქვს განხორციელებული 90-მდე ქვეყანაში და მართავს 3 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებს.

თიბისი ბანკი ResponsAbility-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს.
Print
მსგავსი სიახლე

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან
დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი
კამპანია წამოიწყო.


დღეიდან, საქართველოს მასშტაბით
მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით
მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების
მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის და განწყობის
შექმნაა.


ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი
კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების
თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია
ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს - 23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11
ოქტომბერს დაემთხვევა.


მომხმარებლების ბორჯღალოსნების
საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის,
რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების
მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე
მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და
რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა
ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია
მითითებულ ბმულზე: 
stealing the sun - video



რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით
მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება.
ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს
გაიმართება.

საქართველოს რაგბის ეროვნული
ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D
ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან
ერთად ითამაშებენ. კერძოდ:

23 სექტემბერი -
საქართველო-უელსი

29 სექტემბერი -
საქართველო-ურუგვაი;

3 ოქტომბერი -
საქართველო-ფიჯი;

11 ოქტომბერი - საქართველო
ავსტრალია;


მსოფლიო თასის სრული განრიგის
შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
14:56 / 23.09.2019

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო.

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის და განწყობის შექმნაა.

ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს - 23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11 ოქტომბერს დაემთხვევა.

მომხმარებლების ბორჯღალოსნების საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის, რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: stealing the sun - video


რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. კერძოდ:
23 სექტემბერი - საქართველო-უელსი
29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი;
3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი;
11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია;

მსოფლიო თასის სრული განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
ბოლო სიახლეები