2019 წლისთვის ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის

 



თბილისის საკრებულოს
საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მომავალი წლისთვის ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდა ვერ ხერხდება. ირაკლი ზარქუას თბილისის 2019 წლის ბიუჯეტზე დრეს ისაუბრა და თქვა, რომ დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია პირველადთან შედარებით 56 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 927 მილიონ 631 500 ლარს შეადგენს.

 

"ჩვენ გვქონდა მცდელობა, ერთ-ერთი რეკომენდაციაშიც შედიოდა, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ზღვრული ჭერი, სადაც სხვა მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და ამის ზემოთ ვერ ავდივართ. ეს არის საერთაშორისო ნორმით განსაზღვრული სტანდარტები და სამწუხაროდ, ჩვენ ამ ეტაპისთვის ვართ მძევლები ამ მოცემულობით", - თქვა ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინზე.

საფინანსო-საბიჯეტო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა,ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია არ არის საბოლოო. მისი თქმით, წლის განმავლობაში ცვლილებები მოხდება და დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

 

Print
ბოლო სიახლეები